კალაძე კახა კარლოს ძე

კ. კალაძე

კალაძე კახა კარლოს ძე (დ. 27. II. 1978, სამტრედია), პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. სპორტსმენი, ფეხბურთელი (მცველი). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (2003). ევროპის ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (2003, 2007) „მილანის" (იტალია) შემადგენლობაში; მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2007); იტალიის ჩემპიონი (2004) და თასის მფლობელი (2003); იტალიის (2004) და უეფას (2007) სუპერთასის მფლობელი. თამაშობდა „სამტრედიაში" (1993), თბილისის „დინამოში" (1994–97), კიევის „დინამოში" (უკრაინა, 1998–2000), „მილანსა" (2001–10) და „ჯენოაში" (2010–12). სა­ქართვ. ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 75 მატჩი. სა­ქართვ. სამგზის (1996– 98), უკრაინის სამგზის (1998– 2000) ჩემპიონი. სა­ქართვ. ორგზის (1996–97), უკრაინის სამგზის (1998–2000) თასის მფლობელი. სა­ქართვ. ხუთგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (2001–03, 2006, 2011). სა­ქართვ. ნაკრების წევრი (83 მატჩი), ნაკრების კაპიტანი (2004–11). მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით 2013 წ. მაისს თბილისში, „დინამო არენაზე", შედგა მისი გაცილება ფეხბურთიდან.

საერთაშ. საინვესტიციო ჯგუფ „კალა კაპიტალის" დამფუძნებელი (2007). „პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2008), საქველმოქმედო „კალა ფონდის" დამფუძნებელი (2008).

კ. 2011-იდან ეწევა ­პოლიტიკურ საქმიანობას, გახდა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული სა­ქარ­თვე­ლოს“ პოლიტიკური საბ­ჭოს წევრი. სა­ქართვ. ენერგეტიკის მინისტრი (2012–17), ვიცე-პრემიერი (2012–17). პარტია „ქარ­თული ოცნების“ გენერალური მდივანი (2013), თბილისის მერი (2017-იდან). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.