ბუკია ალექსანდრე იონას ძე (17. V. 1906, ქუთაისი, – 15. XI. 1976, თბილისი), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1966). 1932 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (კომპოზიციის კლასი, ხელმძღვანელები პროფ. ს. ბარხუდარიანი, მ. ბაგრინოვსკი და ი. ტუსკია). ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართვ. რადიოკომიტეტში სამუსიკო განყ-ბის უფროსად. 1972 – საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწ. კომიტეტის მუს. კონსულტანტი იყო, 1948–73 საქართვ. მუსფონდის გამგეობის თავ-რე.
ბ-ს მნიშვნელოვანი ნაწარმოებია საბავშვო ოპერა „დაუპატიჟებელი სტუმრები“ (1949, ლიბრეტო ლ. ესაკიასი და დ. გაჩეჩილაძისა, დაიდგა 1969) – ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ქართ. მუსიკაში; 1952 გაკეთდა ოპერის რადიომონტაჟი რუს. ენაზე (მოსკოვი). 1961 ოპერა დაიდგა გერმანიის ქ. აიზენჰიუტენშტადტში (კლავირი, 1961). ბ-ს ეკთვნის აგრეთვე ჰეროიკულ-დრამ. ოპერა „არსენა“ (ლიბრეტო დ. გაჩეჩილაძისა და ს. ზაქარიაძისა, 1958), საბავშვო ოპერა-ზღაპარი „სამი მჭედელი“ (1967), სიმფონია (B-dur, 1947), სიმღერები, რომანსები და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გედევანიშვილი