ბაქრაძე აკაკი ტრიფონის ძე [3 (15). VI. 1890, სოფ. ხეითი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, ‒ 30. I. 1979, თბილისი], მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1957), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).
1920 დაამთავრა კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1921-იდან მუშაობდა თბილ. სხვადასხვა კლინიკისა და საავადმყოფოს გინეკოლ. განყ-ბებში. 1957–73 იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის მეანობა-გინეკოლ. კათედრის პროფესორი, 1947–77 ‒ საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული IV მთავარი სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკის კონსულტანტი. დაამუშავა ენდოკრინული ჯირკვლის‒ყვითელი სხეულის სტიმულაციის მეთოდიკა. შემოიღო საშვილოსნოს ყელის გახსნის ახ. მეთოდი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საშვილოსნოს ყელის ხელოვნური გახსნის საკითხისათვის გახანგრძლივებული მშობიარობის შემთხვევაში, «თბილისის სახელმწ. სამედიცინო ინ-ტის შრომები», 1961, ტ. 21; К вопросу о стимуляции желтого тела, Х Всесоюзный сьезд акушеров-гинекологов, М., 1957.