„ბორჯომი“

„ბორჯომი“, ბორჯომის რაიონული გაზეთი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთადერთი ბეჭდვითი ორგანო.

პირველი ნომერი გამოვიდა 1931 წ. 20 ივლისს. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო „ბოლშევიკური ტემპით“ (რედ. ი. გაბაშვილი). სხვადასხვა წლებში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: სირაძე (სახელი უცნობია), დ. შალუტაშვილი, გ. ლომიძე, დ. ჭიჭილეიშვილი (1943–72), ო. სტაჟაძე (1972–91).

1950 გაზეთს „კომუნიზმის დროშა“ ეწოდა, ხოლო 1965-იდან „ბორჯომის“ სახელით გამოდის. 1991-იდან დღემდე გაზეთს რედაქტორობს ვ. ლომიძე.

„ბ“. ეხმაურება მუნიციპალიტეტის სოც.-ეკონ. განვითარების, საკურორტო მეურნეობის, ტურიზმის, კულტ. და განათლების დარგებში არსებულ პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებს. გაზეთი გამოდის კვირაში ერთხელ. ტირაჟი – 1300 ცალი.

თ. დოლიძე