თარხნიშვილი თამარ არჩილის ასული (15. III. 1912, თბილისი, – 14. III. 2007, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1966), სწავლობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს კლასი). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1938 თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. შესრულებული აქვს როლები კლასიკური და თანამედროვე რეპერტუარიდან, მ. შ.: რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი”), კლარიჩე (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური”), მარტინა (ფ. დიუმანუარისა და ა. დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი”), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე”), ნინო (ვ. კანდელაკის „ქართლის ჩირაღდნები”), მანანა ორბელიანი (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი”), მადამ პიჩემი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა”), ნუცა (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები”), ელისაბედი (თ. ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი”), მარია ხოსეკა (ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი”), ბებია (გ. ფანჯიკიძის „მეშვიდე ცა”), ბანოვანი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე”), ცირა (თ. მეტრეველის „შეშლილი, შეშლილი ახალი წელი”) და სხვ.