თევზაძე ანდრო რაჟდენის ძე

ა. თევზაძე

თევზაძე ანდრო რაჟდენის ძე (3. I. 1912, სოფ. გომი, ახლანდ. სამტრედიის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, – 6. IV. 1974, თბილისი), პოეტი. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1936-იდან. თსუ-ის დამთავრების შემდეგ (1940) მუშაობდა ჟურნ. „ოქტომბრელის” პ/მგ მდივნად, „კომუნისტის”, „ახალგაზრდა კომუნისტის”, „ლიტერატურა და ხელოვნების” რედაქციებში; 1952-იდან სა­ქართვ. მწერალთა კავშირის აჭარის განყ-ბის პ/მგ მდივანი იყო, ხოლო 1953–58 – გამომც. „საბჭოთა მწერლის” დირექტორი. თ-ის მთავარი პოეტური კრებულებია: „ვარს­კვლავების ღიმილი” (1948), „ლექსები, პოემა” (1954), „განახლდა გული” (1971) და სხვ. მას ეკუთვნის მონოგრაფია „უშანგი ჩხე­იძე” (1952, 1961), კრებ. „ლიტერატურული წერილები და ნარკვევები” (1962) და სხვ.

თხზ.: რჩეული, თბ., 1965; ერთტომეული, თბ., 1975.