თევზაძე გიგი გურამის ძე

თევზაძე გიგი გურამის ძე (დ. 22.VI.1967, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი (1989). სხვა­დასხვა დროს მუშაობდა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ სახეობათა აღდგენის ცენტრში (NACRES) (1986–89); თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1992–97); საზ. აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინ-ტში (IPM) (1996–98); სა­ქართვ. პარლამენტში (1997–99); თსუ-ის ფილოს. და სოციოლოგიის ფაკ-ტზე (1997–2002); თბილ. ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სა­ხელმწ. უნ-ტის ფილოს. და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის, სოციოლოგიის კათედრის გამგე (2002– 06); განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის „ილია ჭავჭავაძის” დირექტორი (2004–06). ილიას სა­ხელმწ. უნ-ტის რექტორი (2006–14), ილიას სა­ხელმწ. უნ-ტის 4D კვლევის ინტის დირექტორი (2013-იდან).

თ-ის კვლევის ძირითადი სფერო­ებია: სოც. მეცნიერება, ფილოსოფია, ადამიანის ქცევის ევოლუცია, იდეების ისტორია. გამოქვეყნებული აქვს 7 მონოგრაფია და 2 მხატვ­რული წიგნი. ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა ქართ., ინგლ., გერმ., მაკედონიურ და რუს. ენებ­ზე.

თხზ.: ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა), თბ., 1993; მომავლის ნიშნები, თბ., 1995; საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები, თბ., 1999; ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია, თბ., 2001; სოციალური ქცევის ევოლუცია ჰომომდე და შემდეგ, თბ., 2013 (ქართულ და ინგლისურ ენებზე).