თევზაძე გურამ ბენიამინის ძე (დ. 30.I.1932, თბილისი), ფილოსოფოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კორ. 1988), ფილოს. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1970). საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყ-ბის აკად.-მდივანი (1993-იდან), აკად. ვიცე-პრეზიდენტი (2001–13). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1954). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ს. წერეთლის სახ. ფილოს. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (1957–66), ამავე ინ-ტის ფილოს. ისტორიის განყ-ბის გამგე (1966–70), თსუ-ის ფილოს. ისტ. კათედრის გამგე (1971-იდან). ჟურნ. „გეორგიკის” (1979-იდან) და „რელიგიის” (1992-იდან) რედკოლეგიის წევრი. ავტორია სახელმძღვანელოებისა ფილოს. ისტორიაში. ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც (ი. კანტი, გ. ჰეგელი, მ. ჰაიდეგერი, ნ. ჰარტმანი).
თ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებებია ქართ. ფილოს. ისტორია, კლასიკური გერმ. ფილოსოფია და მისი გავლენა მსოფლიო კულტურაზე. თ-მ ქართ. ფილოსოფიაში დააყენა კაპადოკიური რენესანსის პრობლემა, ანალოგიისა და ადამიანის დანიშნულების პრობლემები იოანე პეტრიწთან. ახლებურად გაიაზრა სისტემის, როგორც ორგანიზმის საკითხი კანტის ფილოსოფიაში; განსაზღვრა ი. ა. შადის ადგილი გერმ. კლასიკაში; წამოაყენა გერმ. ნეოკანტიანელობის ახ. განმარტება, ასევე ირაციონალიზმის, როგორც გონების თვითკრიტიკის, პრობლემა.
თ. მონაწილეობდა ი. კანტის III, V, VII საერთაშ. კონგრესების მუშაობაში. კითხულობდა სპეცკურსს „კანტის წმინდა გონების კრიტიკაზე” მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში (1981), ასევე ლექციების კურსს (ი. კანტი, გ. ჰეგელი, ნ. ჰარტმანი) ქ. ჩანჩუნის (ჩინეთი) უნ-ტში (1990). ხელმძღვანელობდა ფილოს. საზაფხულო სკოლას ქ. ვილნიუსში (1986). იყო ჟურნ. „Философский поиск” (ქ. ვიტებსკის სახელმწ. უნ-ტი) საერთაშ. სარედაქციო საბჭოს წევრი (1996). დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1998) და ღირსების ორდენით (2002).
თხზ.: გერმანული ნეოკანტიანობის შემეცნების თეორია, თბ., 1963; ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა, თბ., 1967; იმანუელ კანტი, თბ., 1974; ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1995; შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 2002; აღორძინების ეპოქის ფილოსოფია, თბ., 2008; ახალი ფილოსოფიის ისტორია, ნაწ. 1–2, თბ., 2009–12; Иммануил Кант. Проблемы теоретической философии, Тб., 1979.