თევზაძე დავით გიორგის ძე (17. III. 1918, სამტრედია, – 15.XI. 2006, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1976). 1936–40 სწავლობდა თეატრ. ინ-ტში; 1944 დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტი. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, 1958–2004 მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. თ. იკვლევდა XX ს. ქართ. ლიტ-რისა და სალიტერატურო კრიტ. თეორიისა და ისტ. საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: „თანამედროვეობა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში” (1964), „კრიტიკის ბუნება” (1978), „კონსტანტინე გამსახურდია და თანამედროვეობა” (1996), „ვასილ წერეთელი” (1998), „ქართული სიმბოლიზმი – პრო ეტ ცონტრა” (2002) და სხვ. თარგმნა ლოპე დე ვეგას კომედია „შეყვარებული ასული” (1948).
იყო არაერთი პრემიის და ჯილდოს მფლობელი, მ.შ. ი. ჭავჭავაძის სახ. ლიტ. პრემიისა (1999).