თევზაძე დავით დავითის ძე

თევზაძე დავით დავითის ძე (დ. 30. I. 1949, ქ. სოხუმი), გენერალ-ლეიტენანტი (1998), ფილოს. მეცნ. კანდიდატი (1983). 1971 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი, 1978 – თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. 1992 მოხალისედ შევიდა ქართ. გვარდიაში, მონაწილეობდა საქარ­თვე­ლოს ტე­რიტ. მთლიანობისათვის ბრძოლებში აფხაზეთსა და ცხინვალში. იყო ბატალიონ „ორბის”, შემდეგ – სწრაფი რეაგირების კორპუსის I ბრიგადის, თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადის მეთაური. 1994 სამხ. დახელოვნება გაიარა ქ. რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯში, 1995 ­გერმანია­ში – სტრატეგიული კვლევისა და თავდაცვის ეკონ. კოლეჯში, 1996–97 – აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენ. შტაბის კოლეჯ­ში. 1998–2004 იყო ­სა­ქართველოს თავდაცვის მინისტრი.

გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი ქართ., რუს., ინგლ. ენებზე, არის ევრ. იდეათა შემსწავლელი საერთაშ. საზ-ბის და ნიუ-იორკის მეცნ. აკად. წევრი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993).

ლ. დოლიძე