თევზაძე ვალერიან

თევზაძე ვალერიან (10. II. 1892 – 13. XII. 1985), სამ­ხედ­რო მოღვაწე, პოლკოვნიკი, ქარ­თუ­ლი ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. იყო რუს. არმიის ოფიცერი, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1918-იდან თ. სა­ქართვ. დემოკრ. რესპ. არმიის ოფიცერი იყო. იმავე წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება, მონა­წილეობდა სა­ქართვ. მტრების წინააღმდეგ წარმოებულ მრავალ სამხ. ოპერაციაში. აქტიურად მონაწილეობდა რესპ. შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. 1921 მარტში იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ­ქართვ. მხედრების ერთ ჯგუფთან ერთად გადავიდა პოლონეთში და იყო პოლონეთის არმიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დაწყების დროს თავი ისახელა ვარშავის დაცვისათვის ბრძოლებში, რისთვისაც „ვირტუტი მილიტარის” („მხედ­რული მამაცობისთვის”) ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვეს. ავტორია მოგონებებისა „განვლილი გზა”, რ-იც საყურადღებო ცნობებს შეიცავს 1917–21 სა­­ქართველოს საში­ნაო და საგარეო ვითარების შე­სა­ხებ.

თხზ.: ქართველი ოფიცრის ჩანაწერები, თბ., 1990.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ, თბ., 1998.

ლ. ურუშაძე