თევზაძე ვახტანგ ისმაილის ძე (24. X. 1933, თბილისი, – 6. III. 2013, იქვე), ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1991), საქართვ. სოფ. მეურნეობის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1995). 1957 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (ახლანდ. სა-ქართვ. ტექ. უნ-ტის წყალთა მეურნეობის ინ-ტი) უფრ. მეცნ. თანამშრომლად. 1973 ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა იაპონიაში, 1979–80 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიწვევით ლექციებს კითხულობდა გარემოს დაცვის პრობლემებზე ნოვოჩერკასკსა და მოსკოვში. 1980–90 საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა სამთო მელიორ. განყ-ბას, ხოლო 1991–93 – ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების ლაბორატორიას. 1993-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. წყალთა მეურნეობისა და საინჟ.-ეკოლ. ინ-ტის (ახლანდ. სტუ-ის წყალთა მეურნეობის ინ-ტი) დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში. თ-ის სამეცნ. კვლევის სფერო მოიცავს ჰიდრავლიკის, ჰიდროლ., ჰიდროტექ. და საინჟ. ეკოლოგიის, წყალთა მეურნეობისა და მელიორ. დარგებს, აგრეთვე ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მისი შრომები ეხება ბუნებრივი კატასტროფების, მთის რეგიონებში კალაპოტური პროცესებისა და ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების შესწავლას, მათ წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და საშუალებებს. აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული მიმართულებებით ბუნების დამცავ ნაგებობათა პროექტებისა და სახელმწ. კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აგრეთვე ერთობლივი საერთაშ. პროექტების დამუშავებაში. პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1993–95) საქართველოს ტექ. და აგრ. უნ-ტებში. 1996-იდან ბუნებრივი კატასტროფების განყ-ბას ხელმძღვანელობდა სტუ-ში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
თხზ.: ღვარცოფებისა და ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების ჰიდრავლიკა, თბ., 1996 (თანაავტ.: ო. ნათი შვილი, ზ. დანელია); Гидравлические закономерности связных селей, Тб., 1996 (თანაავტ. О. Г. Натишвили); Движение селей и их взаимодействие с сооружениями, Тб., 2001 (თანაავტ. О. Г. Натишвили); Основы динамики селей, Тб., 2007 (თანაავტ. О. Г. Натишвили).