თევზაძე თამაზ ვლადიმერის ძე

თევზაძე თამაზ ვლადიმერის ძე (დ. 1.IV. 1928, თბილისი), არქიტექტორი. სა­ქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა მოსკოვის არქიტ. ინ-ტი (1952). 1953–64 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინ-ტ „თბილქალაქპროექტში”, 1964–71 – ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში („თბილზნიეპი”), 1973–78 იყო თბილ. მთ. არქიტექტორი,  1978-87–„თბილქალაქპროექტის” დირექტორი, ხოლო 1987–2002– ამავე საპროექტო ინ-ტის მთ. არქიტექტორი.

ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – სკოლა 880 მოსწავლეზე (ტიპობრივი პროექტი, 1954, არქიტ. მ. კობახიძესთან ერთად); სასტუმრო „კოლხეთი” (1962, არქიტ. ნ. ჯობაძესთან ერთად); მეტროპოლიტენის სადგურ „ნაძალადევის” (ყოფ. “ოქტომბერი”) მიწისზედა ნაგებობა და ქვედა ვესტიბიული (1966, არქიტ. რ. კიკნაძესთან ერთად, მხატვარი ნ. იგნატოვი) და „300 არაგველის” მიწისზედა ნაგებობა (1967); კ. გამსახურდიას ძეგლი (1983, მოქანდაკე თ. კიკალი­შვი­ლი) და სხვ. არის „არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის” პროფესორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თ. გერსამია