თევზაძე თამაზ შოთას ძე

თევზაძე თამაზ შოთას ძე (დ. 24. VIII. 1942, დაბა აბასთუმანი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). 1965 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი. 1970–90 მუშაობდა თსუ-ში სხვა­და­სხვა სამეცნ. თანამდებობაზე, 1990–2006 იყო მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციების კურსს მათ. ანალიზში, უმაღლეს მათემატიკაში. 2006-იდან მუშაობს სა­ქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართ. უნ-ტში. კითხულობს ლექციების კურსს კალკულუსსა და მათ. ანალიზ­ში. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნ. შრომა.

თხზ.: Специальные кратные тригонометрические ряды, Тб., 1996; Некоторые классы функций и тригонометрические ряды, «Некоторые вопросы теории функций», I, II, Тб., 1981; I, III, Тб., 1986; Доклады РАН, 1995, т.1, №3; 1996, т.1, №3.