თევზაძე ინგა ბორისის ასული

თევზაძე ინგა ბორისის ასული (დ. 30. VII. 1941, თბილისი), მოცეკვავე და ბალეტმაისტერი. სა­ქართვ. სახ. არტისტი (1982). 1958-იდან სწავლობდა თბილ. ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. სა­ხელმწ. უნ-ტის ფილოლოგიის ფაკ-ტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნების სა­ხელმწ. ინ-ტის ხალხ. ცეკვების რეჟისორ-საბალეტმაისტერო ფაკ-ტზე (1987). 1961-იდან იყო სა­ქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხი­შვი­ლის სახ. ქართ. ნაც. ბალეტი) სოლისტი. 1990-იდან – ბალეტმაისტერი. თ. მონაწილეობას იღებდა ანსამბლის მთელ რეპერტუარში. ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: „სიმდი”, „აჭარული”, „მიპატიჟება”, „დავლური”, „სამაია” და სხვ. თ-ის შესრულებისათვის დამახასიათებელია მუსიკალობა, სინარნარე, არტისტიზმი, პლასტიკურობა.