თევზაძე ნანული შალვას ასული (დ. 1.IX. 1934, თბილისი), არქიტექტორი. არქიტ. დოქტორი (1994), პროფესორი (1995). საქართვ. დამს. არქიტექტორი (2012). საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2005). დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი (1959). 1959–61 მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტ. „თბილქალაქპროექტში”. 1961-იდან მუშაობს სტუ-ში. 1989-იდან არის არქიტ. დაგეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი (2006-იდან), არქიტ. საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013-იდან). თ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომის, სახელმძღვანელოსი, მეთოდური მითითების და ა.შ. პარალელურად ეწევა პრაქტ. საქმიანობასაც. არის მრავალი პროექტისა და განხორციელებული ობიექტის ავტორი, მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსი თელავში (1966), თბილისში (ვ. დავითაიას, გ. გეგელიას, ნ. ჯანშიაშვილთან ერთად, 1977, ბახტრიონის ქ., 16–30) და სხვ. ქართ. არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია არქიტექტორთა კავშირის დიპლომით (2004).
თხზ.: მასობრივი საცხოვრებლის გარემოსთან კავშირის ორგანიზაციის საკითხები, «სტუ-ის სამეცნიერო შრომები», 1991, №9; როგორი შეიძლება იყოს ეკოლოგიური საცხოვრებელი სახლი, იქვე, 2001, №3; არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები. სახელმძღვანელო, თბ., 2005; არქიტექტურის პროპედევტიკა, თბ., 2014; Грузинская ССР. Градостроительство на склонах, пოд ред. В.Р. Крогиуса, М., 1988.
თ. გერსამია