თევზაძე ნიკოლოზ არტემის ძე [9 (22). V. 1908, ქუთაისი, – 24. I. 1985, თბილისი], გეოდეზისტი და მარკშაიდერი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1962), პროფესორი (1962), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამსახურებული მოღვაწე (1967). დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი (1930) და საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი (1936). 1941–85 იყო სპი-ის (ამჟამად სტუ) საინჟ. გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, სოხუმისა და ბათუმის პედ. ინ-ტებში.
თ-ის შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიის, გეოდ. ასტრონომიის, გეოდ. გრავიმეტრიის, ტოპოგრაფიის, გეოდეზიურ და სამარკშაიდერო განაზომთა მათ. დამუშავების თეორ. საფუძვლებს. ავტორია საინჟ. გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი (1974–85), რ-შიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის თ-ს მიენიჭა საქართვ, სახელმწ. პრემია (1988). თ-ის შრომების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახ. სპეციალობა – „საინჟინრო გეოდეზია”. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლ. პირობების მქონე თბილ. მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდ. საფუძვლის პროექტირებასა და მის განხორციელებაში. წლების განმავლობაში იყო სსრ კავშირის სახმშენის სამეცნ.-ტექ. საბჭოს, ასტრონ.-გეოდ. საზ-ბის საქართველოს განყ-ბის პრეზიდიუმის, საქართვ. მეცნ. აკად. დედამიწის ქერქის კომპლ. გამოკვლევის სამეცნ. საბჭოს, ბუნების დაცვის საზ-ბის რესპ. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; სპი-ის ახ. კორპუსების მშენებლობის პირველი მთ. ინჟინერი საზ. საწყისებზე. 1973–85 იყო ქართ. ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის გეოდ. სექციის თავ-რე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: განაზომთა შეცდომების თეორია, ნაწ. 1, თბ., 1957; განაზომთა ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა, თბ., 1960; უმცირეს კვადრატთა მეთოდი, თბ., 1964; საინჟინრო გეოდეზია, [ტ.] 1–10, თბ., 1974–85.
ლიტ.: Н о в и ц к и й Н., М ч е д л и д з е Р., Тбилисское метро, Тб., 1968; Маркшейдерский вестник, М., 1993; Выдающиеся деятели отечественной маркшейдерии, Kалендарь 1998–1999, М., 1997.
თ. პაპავა
ვ. ჯავრიშვილი