თევზაძე რევაზ ნიკოლოზის ძე (დ. 22. VI. 1931, ქუთაისი), გეოლოგი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1975) და დამს. მენავთობე (1981). სტუ-ის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის კათედრის პროფესორი (1982). საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი, საქართვ. ეროვნ. ენერგეტიკის აკად. წევრი. 1955 დაამთავრა სპი (სტუ) სამთო ინჟინერ-მენავთობის სპეციალობით. მუშაობდა აზერბაიჯანში, 1958-იდან – „საქნახშირძიების” ტრესტის, ხოლო 1970-იდან – საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლ. სამმართველოს სისტემაში. იკვლევდა კვაისის ტყვია-თუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოებს, ხელმძღვანელობდა საძიებო სამუშაოებს შაორის ქვანახშირის, მადნეულის პოლიმეტალებისა და ბარიტის საბადოებზე და საქართვ. მეტალების კომპლ. ექსპედიციას.
თ-ის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაძიებულია საქართვ. მინერ. რესურსების სამრეწვ. მნიშვნელობის მრავალი საბადო. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (მ. შ. მადნეულის საბადოს) წარმატებული ძიებისა და გეოლ.-საძიებო სამუშაოებში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის 1971 მიენიჭა სოციალ. შრომის გმირის წოდება.
1973-იდან თ. იყო ნავთობის საკავშ. სამინისტროს ტრესტ „საქნავთობის” მმართველი, 1975–2004 – საწარმოო გაერთიანება „საქნავთობის” გენ. დირექტორი, დეპარტამენტ „საქნავთობის” თავმჯდომარე, სახელმწ. კომპანია „საქნავთობის” პრეზიდენტი.
თ. 1978–2002 იყო საქართვ. ნავთობის მრეწვ. სამეცნ.-ტექ. საზ-ბის უცვლელი თავ-რე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).
ი. ლობჟანიძე