კალანდაძე ალექსანდრე პავლეს ძე

კალანდაძე ალექსანდრე პავლეს ძე (1. VI. 1916, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 1996, თბილისი), მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1966). სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (იბრძოდა ბრესტის ციხესიმაგრეში). იყო წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი პოლონეთსა და საფრანგეთში. 1975-იდან კ. იყო რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბის ხელმძღვანელი. მისი რომანებია: „პიასტის ნამუხლარზე" (1967), „მაკიზარებთან"(1969), „მწვანე შტო" (1974), „ნეიშნის ფიცი" (1977); ლიტ.-კრიტიკული ნაშრომები: „ივანე კერესელიძე" (1959), „სა­ქარ­თვე­ლოს მოამბე" (1963), „ქარ­თული ჟურნალისტიკის ისტორია" (ტ. 1, 1978), „გემოვნების კრიტიკა" (1976) და სხვ. კ-ის თხზულებები თარგმნილია რუს., უკრ., ბელორ. ენებზე.

თხზ.: დღეები ბრესტის სიმაგრეში, თბ., 1968; ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. წგ. 1, თბ., 1977.