კალანდაძე ანა პავლეს ­ასული

ა. კალანდაძე

კალანდაძე ანა პავლეს ­ასული (15. XII. 1924, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 11. III. 2008, თბილისი), პოეტი. სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1993), შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1985). თბილისის საპატიო მოქალაქე (1983). 1946 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1952-იდან მუ­შა­ობ­და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტში. სხვა­და­სხვა დროს იყო სა­ქართვ. სა­ხელმწ. ენის მუდმივი კომისიის, აგრეთვე მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946, ლექსების პირველი კრებული – 1953. ამ კრებულმა მას პოპულარობა და საყოველთაო აღიარება მოუტანა. ამის შემდეგ მისი პოეტური კრებულები მრავალჯერ გამოიცა (1957, 1960, 1967, 1976, 1984, 1985). 1995 გამოიცა ორტომეული, რ-შიც, ორიგინალური ლექსების გარდა, დაბეჭდილია ს. მალარმეს, ა. პუშკინის და სხვ. პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები, მოგონებები.

-ის პოეზია უაღრესად თვითმყოფადია. მან XX ს. ქართ. პოეზიაში შემოიტანა სულიერი სი­ნა­ზე და სიფაქიზე. მის ლექსებს ახა­სია­თებს სინატიფე და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურა. ნების­მი­ერ თემაზე დაწერილი მისი ლექსები გამოირჩევა ინტიმური ელფერით, სადა სტილითა და ჰარმონიული ფორმით. სინამდვილე -ის ლირიკაში მხო­ლოდ განწმენდილი სახით აისახება. მაღალი პათეტიკისა და წრფელი გულითადობის შეზავება ზო­მი­ერი არქაიზაციისა და სასაუბრო ინტონაციების შერწყმით მიიღწევა. ასე გახმოვანდა მის ლირიკაში ომის შემდგომი მშვიდობიანი ცხოვრების დაწყების თემა („კარში გამო, ჭია-ჭიამარია", 1946); ბუნების განცდა („თუთა", 1945; „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა", 1946; „ბეთანიის გზაზე", 1954). ისტორია ანას ლექსებში არასოდეს გვევლინება გაყინული სახით და თანადროულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას („შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო"; „ასეთი დარი თუ იყო მაშინ", ორივე 1945). -ის პატრიოტიზმი გამოხატავს ერის არსებით თვისებათა – სიკეთის, ქედუხრელობის, სიდიადის, შეწყა­ლე­ბის ორგ. განცდას („სა­ქართვე­ლოო, ლამაზო", 1945; „ფეხი დამადგით", „მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს", ორივე 1959). სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი, კდემით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდაა.

-ის ლექსები ­თარგმნილია ინგლ., ფრანგ., გერმ., რუს., პოლ., თურქ., არაბ. და სხვ. ­ენებზე. რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. პრემია მიენიჭა ციკლისათვის „თავაწეული ქარ­თული დროშები" და მთელი რიგი ლექსებისათვის. არის გ. ტაბიძის სახ. პრემიის (1985), სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწ. პრემიის (1997, პუბლიცისტიკის დარგში) ლაურეატი; ქართ. ლიტრაში შეტა­ნილი წვლილისათვის ლიტ. პრემია „საბას" საპატიო ლაურეა­ტი (2006). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1994).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

თხზ.: რჩეული, თბ., 1976; ლექსები, რედ. გ. კვარაცხელია, თბ., 2014. 

ლიტ.: ანას, რედ. გ. კვარაცხელია, თბ., 2014; ა ს ა თ ი ა ნ ი  გ., ოთხტომეული, ტ. 3. თანამდევი სულები, თბ., 2002; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ს., ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი, თბ., 2018; ჩ ხ ე ი ძ ე  ნ., ლიტერატურული წე­რილები, თბ., 1969; ჩ ხ ე ნ კ ე ლ ი  თ., პოეზია – სიბრძნის დარგი, თბ., 1978; ჭ ი ლ ა ძ ე  თ., წერილები, თბ., 1978.

გ. ასათიანი