კალანდაძე ბონდო ვარლამის ძე

ბ. კალანდაძე

კალანდაძე ბონდო ვარლამის ძე (დ. 28. IV. 1942, თბილისი), მეღვინე, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სპეციალისტი. მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშ. აკად. ნამდვილი წევრი (1998), სა­ქართვ. ვეტერან მეღვინეთა საზ-ბის პრეზიდენტი (2008).

დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ტექნოლოგიური ფაკ-ტი (1965). სხვა­და­სხვა დროს მუ­შა­ობდა სა­ქართვ. კვების მრეწველობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში; მეღვინეობის რესპუბლიკურ გაერთიანება „სამტრესტში", თბილ. სამრეწველო გაერთიანება „კრისტალში". 2006– 11 იყო კომპანია „სარაჯი­შვი­ლის" მაგარი ალკოჰოლური სასმელების სამსახურის უფროსი.

კ-ის მიერ შექმნილია ქართ. ალკოჰოლური სასმელების 60-ზე მეტი ნიმუში. მათგან არაყმა „ტარხუნამ" დიდი მოწონება დაიმსახურა ამერიკის, შვედეთის და სხვა ქვეყნების ბაზრობებზე. კ. არჩეულია ახა­ლი ორლეანის (აშშ, ლუიზიანას შტატი) საპატიო მოქალაქედ (1989). შეყვანილია სსრკ საპატიო მეღვინეთა სიაში. დარგში დამსახურებისათვის 2012 უკრაინისა და ყირიმის მეღვინეთა კავშირმა დააჯილდოვა "ლევ გოლიცინის" ოქროს მედლით. 2014 მიენიჭა მეღვინეობის საპატიო დეგუსტატორის წოდება. მონაწილეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეღვინეობის გამოფენებზე, ბაზრობასა და დეგუსტაციაზე. ეწევა პედ. საქმიანობას სომელიეთა და ბარმენთა ასოციაციაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მონოგრაფია და სახელმძღვანელო.

თხზ.: მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები, თბ., 2007; ქარ­თული ღვინის ალკოჰოლური სასმელების მატიანე, თბ., 2008; სამტრესტი და სამტრესტელები, თბ., 2014; სა­ქარ­თვე­ლო – ღვინის აკვანი, თბ., 2015.