კალანდაძე გიორგი ალექსანდრეს ძე (24. VIII. 1912, სოფ. ძირულა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 20. II. 1979, თბილისი), პოეტი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1974). სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, 1933–38 – თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტზე. 1957-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნიერებათა აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტ-რის ინ-ტში. პირველი ლექსები 1934 გამოაქვეყნა. ეკუთვნის ლექსთა კრებულები: „ლექსები" (1939), „ჩაუქრობელი კერა" (1958), „მზე შუბის ტარზე" (1964), „სატურფალო" (1967), „ოცნება ცისკრად ამომავალი" (1974); გამოკვლევები: „ქართული ხალხური ბალადა" (1957), „ეგნატე ნინოშვილი" (1959), „გიორგი ლეონიძის შემოქმედება" (1967), ლიტ. წერილების კრებ. „დროის მხარდამხარ" (1975) და სხვ.
დ. თევზაძე