კალანდაძე გიორგი ზურაბის ძე

კალანდაძე გიორგი ზურაბის ძე (დ. 24. VI. 1980, თბილისი), ბრიგადის გენერალი (2012). გაერთიანებული შტაბის უფროსი (2012). დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი (1997), გაერთიანებული სამხ. აკადემია (2001). მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. თავდაცვის ეროვნ. აკადემიაში (2001–06). იყო მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური (2006–09), სახმელეთო ჯარების სარდლის მო­ად­გი­ლე (2009–10), სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი (2010–11), გაერთიანებული ­შტაბის უფროსის პირველი მო­ადგი­ლე (2010–12). მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.