კალანდაძე დიმიტრი ფილიპეს ძე (1912, სოფ. ბუკისციხე, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 1992, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1967). სწავლობდა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტზე, 1944 დაამთავრა მოსკოვის უმაღლ. პარტიული სკოლა.
კ. 1946-იდან იყო თსუ-ის თანამშრომელი, დოცენტი, ფილოს. ფაკტის დეკანის მოადგილე; 1953–55 – საქართველოს მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის დირექტორი, 1955– 74 – საქართველოს მეცნ. აკად. ფილოს. კათედრის გამგე, 1974–79 – სას.-სამეურნეო ინ-ტის (ამჟამად საქართვ. აგრარული უნ-ტი) ფილოს. კათედრის გამგე, 1979-იდან გარდაცვალებამდე – თსუ-ის ფილოს. კათედრის პროფესორი.
კ. იკვლევდა ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს.
თხზ.: ობიექტურობისა და სუბიექტურობის ერთიანობის საკითხი შემეცნებასა და საზოგადოებაში, თბ., 1964.