კალანდაძე ედმონდ (გაბრიელ) ლავროსის ძე

ე. კალანდაძე 

კალანდაძე ედმონდ (გაბრიელ) ლავროსის ძე (4. V. 1923, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 13. VIII. 2014, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. სა­ქართვ. სახ. მხა­ტვარი (1985), შოთა რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1998), მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა I საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1957). დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკ-ტი (1955). II მსოფლიო ომის მონაწილე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1950-იდან. 1955–74 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. კ. არაერთი საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენის მოწყობის ინიციატორია თბილისში. იყო სა­ქართვ. კულტ. მინისტრი (1991). 1998 სა­ქართვ. ეროვნულ გალერეაში, საშობაო გამოფენაზე, კ-ის ფერწერული სურათები („ავტოპორტრეტი", „ლევან დავითა­შვი­ლის პორტრეტი", „ფიჭვები და ზღვა", „ჯვაროსნები") გრან-პრით დაჯილდოვდა.

ე. კალანდაძე. "ღრუბლები". 2006.

ნამუშევრები: „ნატიურმორტი", „ზურაბ ნიჟარაძის პორტრეტი", „ეთერ ანდრონიკა­შვი­ლის პორტრეტი", „კარლ მარქსის ხიდი" (1955, ყველა შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), „მეტეხი" (1977), „ლტოლვილები" (1978), „თბილისის ხედი" (1985), „დახვრეტა აგურის კედელთან" (1986), „თელეთის ბაზილიკა", „გურია", „სამი გრაცია" (ყველა 1998); გრაფიკული პორტრეტები: „შოთა რუსთაველი", „ბებია", „მეუღლე"; გრაფიკული პეიზაჟები, კომპოზიციები (1999) და სხვ. გამოფენები: საბჭ. მხატვართა I ყრილობისადმი მიძღვნილი გამოფენა (1957, მოსკოვი), ­ქართვ. მხატვრების გამოფენა (1958, რიგა), ­ქართვ. ­მხატვართა რე­ტროსპექტული გამოფენა (1988, მოსკოვი), ­ქართვ. მხატვარ­თა გამოფენა (1988, ვენა), ე. და ც. კალანდაძეების გამოფენა (1995, თბილისი) და სხვ. პერსონალური გამოფენები: ლუქსემბურგი (1991), სურათების ეროვნ. გალერეა (1995), შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნ. მუზეუმი (1998, 2011), გალერეა „ჰობი" (2002, 2008, თბილისი) და სხვ., კ-ის ნამუშევრები და­ცუ­ლია: შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნების

მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში, საქართვ. საპატრიარქოში, ტრეტიაკოვის სახელმწ. გალერეაში (მოსკოვი), მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, კერძო კოლექციებში და სხვ.

ქართ. სახვითი ხელოვნების განვითარების ახა­ლი ეტაპის ფორმირების პროცესში კ-ის შემოქმედებას მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ადგილი უჭირავს.

დაკრძალულია მწერალთა და სა­ზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნ. შერვაშიძე