კალანდაძე ზურაბ ფილიპეს ძე

კალანდაძე ზურაბ ფილიპეს ძე (21. XI. 1923, ქუთაისი, – 31. X. 2003, თბილისი), თორაკო-ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1977), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987), სა­მედ.-ბიოლ. აკადემიის ­ნამდვ. წევ­რი (1997). 1949 დაამთავრა თსსი. სწავლა განაგრძო მოსკოვში, თავდაპირველად კურორტოლოგიის საკავშ. ინ-ტის კლინიკურ ორდინატურაში (1952–56), შემდეგ რუსეთის ტუბერკულოზის ­ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ასპირანტურაში (1956–60). თავდაპირველად იყო ამავე ინ-ტის უმცრ. (1962–66), შემდეგ უფრ. მეცნიერი თანამშრომელი და ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი (1966– 72), თსსი-ის ფთიზიატრიისა და გულმკერდის ქირურგიის კა­თე­დრის პროფესორი და ამავე კა­თე­დრის გამგე (1972–79). დანერ­გა ფილტვების ერთმომენტიანი ორმხრივი რეზექცია ტუბერკულოზის დროს.

კ. არის განცალკევებული ბრონქოსპირომეტრიის ორიგინ. მეთოდიკის ავტორი, თორაკო-ქირურგ. ინსტრუმენტის, მ. შ. „ზვიგენის" გამომგონებელი.

კ. იყო საქართვ. ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი; მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 2 მონოგრაფიის ავტორი.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).