კალანდაძე ლავროსი გიგილოს ძე (23. XII. 1903, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 1. V. 1977, თბილისი), კრიტიკოსი. 1930–33 სწავლობდა მოსკოვში, ენის, ლიტრისა და ხელოვნ. ინ-ტში. პირველი ნაწარმოები 1923 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი – „წერილები ლიტერატურაზე" – 1955. კ-ის კვლევის ინტერესები მოიცავს როგორც კლასიკოსთა, ასევე უახლესი ლიტ. ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. აღსანიშნავია მისი ლიტ.-კრიტიკული წერილები ა. აბაშელის, გ. ქუჩიშვილის, გ. ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, ა. მირცხულავას, კ. ლორთქიფანიძის და სხვათა შემოქმედებაზე. კ-ის კრიტიკული წერილებია: „ლიტერატურული წერილები" (1972), „ლიტერატურული შენიშვნები" (1974, რუს. ენაზე), „ლიტერატურული ნაფიქრები" (1976). მასვე ეკუთვნის ა. გერცენის და კ. უშინსკის თხზულებათა თარგმანები. კ-ის ნარკვევი ნ. ბარათაშვილის შესახებ ნათარგმნია რუს., ინგლ., გერმ., ფრანგ. და სხვა ენებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.