კალანდაძე ლეონიდე პოლიევქტის ძე

ლ. პ. კალანდაძე

კალანდაძე ლეონიდე პოლიევქტის ძე [4(16). XI. 1898, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხა­ტაურის მუნიციპალიტეტი, – 23. VII. 1968, თბილისი], აგრონომ-ენტომოლოგი. სა­ქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1946); სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1954). დაამთავრა თსუ-ის აგრონ. (1921) და მიუნხენის უნ-ტის სატყეო (1927) ფაკ-ტი. 1932–68 იყო სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ზოოლ. და ენტომოლოგიის კა­თე­დრის გამგე და დირექტორის მო­ად­გი­ლე სასწ. ნაწილში (1945–50). კ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სამედ. ენტომოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ხელმ­ძღვა­ნე­ლობდა კოღოების სახეობრივი შედგენილობისა და გავრცელების შემსწავლელ ექსპედიციებს. მისივე თაოსნობით ტროპ. სნეულებათა ინ-ტში მოეწყო სპეც. ენტომ. ლაბორ., საგამბუზიო და სხვ. გამოიკვლია ჭაობების და მცირე ზომის წყალსატევების ფაუნა, დაამუშავა ქართ. ენტომოლოგიური ტერმინოლოგია; მისი საერთო რედაქციითა და თანაავტორობით შედგა ენტომოლ. ­სახელმძღვანელო (ნაწ. 1–2, 1956–62). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

გ. თოდუა