კალანდაძე მურმან ვარლამის ძე

კალანდაძე მურმან ვარლამის ძე (29. X. 1941, თბილისი, – 27. III. 2003, იქვე), გენერალ-მაიორი (1993). 1963 დაამთავრა სპი-ის ენერგეტიკის ფაკ-ტი, 1970 – სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის 2-წლიანი უმაღლესი სკოლა ქ. მოსკოვში. 1978–82 იყო აჭარის ასსრ უშიშროების ­კომიტეტის კონტ­რდაზვერვის უფროსი, 1983 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1986–87 – სა­ქ. სსრ სა­ხელმწ. უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვის, 1987–90 - დაზვერვის უფროსი, 1990–92 – სა­ხელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რის მო­ად­გი­ლე, 1992–93 – სა­ქართვ. რესპ. საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსის მო­ად­გი­ლე. 1998–2001 იყო საქართვ. ელჩის მრჩეველი უზბეკეთის რესპუბლიკაში.

დაჯილდოებულია ორდენითა და მედლებით.

ლ. დოლიძე