კალანდაძე ნესტორ ლაზარეს ძე (ფსევდ. ე შ მ ა კ ი) ნესტორ ლაზარეს ძე (1874, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 1942, პარიზი), პუბლიცისტი, მწერალი, მხატვარ-კარიკატურისტი. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „ეკალი", „შუამავალი", „ოხუნჯი" (სამივე 1907), „ჯოჯოხეთი" (1909) და სხვ. ასევე მნიშვნელოვანია „ეშმაკის მათრახი", რ-ის ფაქტობრივი რედაქტორი იყო, თუმცა ცენზურის თვალის ასახვევად ჟურნალს ხელს აწერდა ასოთამწყობი თ. ბოლქვაძე. კ-ს შ. შარაშიძესთან (თაგუნა) ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. იუმორისა და სატირის განვითარების საქმეში.
ლიტ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1969.
ნ. ხომერიკი