კაკულია თეიმურაზ ირაკლის ძე

თ. კაკულია

კაკულია თეიმურაზ ირაკლის ძე (26. IV. 1947, თბილისი, – 25. VIII. 2006, იქვე), სპორტსმენი, ჩოგბურთელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1977). ოლიმპიური თამაშების საჩვენებელი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი მამაკაცთა და შერეულ წყვილებში (მეხიკო, 1968). ევროპის ოთხგზის ჩემპიონი მოყვარულთა შორის (1974, 1976–77), სსრკ 6-გზის ჩემპიონი (1969, შერეულ წყვილებში მ. ჩუვირინასთან ერთად; 1972–76, წყვილებში ა. მეტრეველთან ერთად). სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1972, 1975–76). 11 წელი შედიოდა სსრკ საუკეთესო ჩოგბურთელ კაცთა ათეულში: 1966 (X ნომერი), 1967 (V), 1968 (VIII), 1971 (VII), 1972 (II), 1973 (II), 1974 (II), 1975 (III), 1976 (II), 1977 (II), 1978 (II). მონაწილეობა მიიღო დიდი მუზარადის 16 ტურნირში (32 შეხვედრიდან 15 მოიგო). მისი საუკეთესო შედეგია ავსტრალიის ღია პირვე­ლობის ნახევარფინალი წყვილში ა. მეტრეველთან (1972), ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა მერვედფინალში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა „დევისის თასის" 15 მატჩში (გუნდმა მიაღწია ნახევარფინალს 1974, 1976). უნივერსიადის ჩემპიონი ერთეულსა და წყვილში (მოსკოვი, 1973). სსრკ ნაკრების მწვრთნელი. საქარ­თვ. დამს. მწვრთნელი. წლების განმავლობაში იყო ლ. მესხის პირადი მწვრთნელი.