კაკულია იური სიმონის ძე

ი. კაკულია

კაკულია იური სიმონის ძე (17. I. 1923, ხარაგაული, – 2. III. 1997, თბილისი), რეჟისორი. სა­ქართვ. სახალხო არტისტი (1985). 1946, შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე, რ-იც 1952 დაამთავრა. 1953–55 იყო კულტ.- საგანმან. სასწავლებლისა და თეატრ. ინ-ტის პედაგოგი. სხვა­დასხვა წლებში მუ­შა­ობ­და რეჟისორად, დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად ქუთაისის (1962–63, 1970–72, 1982–85), 1956–58 და 1967–68, 1979–82), ჭიათურის (1958–60), თბილ. კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. (1964–67), რუსთავის (1972–75 და 1989), გორის (1975–79), ს. ახმეტელის სახ. (1986–88) და პანტომიმის (1988– 89) სა­ხელმწ. თეატრებში. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: სო­ხუ­მის თეატრში – ი. ჭავჭანიძის „კეთილი მეზობლები" და „მამლუქი" (1956), ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა" (1979), ლ. ტოლსტოის „კაზაკები" (1981); ქუთაისის თეატრში – ა. ყაზბეგის „განკიცხულნი" („მამის მკვლელის" მიხედვით, 1982), ს. მარშაკის „წელიწადის თორმეტი თვე" (1984); კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრში – ჯ. სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში" (1964); გორის თეატრში – სოფოკლეს „ანტიგონე" (1976); ჯ. ოსბორნის „მოიხედე მრისხანების ჟამს" (1977), მ. ხეთაგურის „თეთრი პალატა" (1978), ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია" (1977); ს. ახმეტელის სახ. თეატრში – ი. ჭავჭავაძის მიხედვით „ბაზალეთისა ტბის ძირას", ბ. ­ბრეხტის „დედილო კურაჟი და მისი შვილები", შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი". კ-ს რეჟისუ­რა ხასიათდებოდა აქტიური, მაძიებ­ლური ხასიათით. 1978 დ. კლდია­შვი­ლის „უბედურებისა" და „მსხვერპლის" დადგმისათვის დაჯილდოვდა ა. პოპოვის სახ. მედლით, ხოლო 1979 ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდიის" განხორციელებისათვის – კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. პრემიით. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).