კაკულია მერაბ რევაზის ძე

კაკულია მერაბ რევაზის ძე (დ. 29. VI. 1961, ქ. მახარაძე, ახლანდ. ქ. ოზურგეთი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (2002). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1983). 1987–92 იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის თანამშრომელი. 1993–2005 – სა­ქართვ. ეროვნ. ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, იმავდროულად (2000–05) – შავი ­ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველი სა­ქარ­თველოდან. 2005–10 მუ­შა­ობ­და ეკონ. პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართ.-ევრ. ცენტრის (GEPLAC) მთ. ეკონ. ექსპერტად და ჟურნ. „სა­ქარ­თვე­ლოს ეკონომიკური ტენდენციების" მთ. რედაქტორად. 2010-იდან არის სა­ქართვ. სტრატეგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კვლევის ფონდის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი და სა­ქართვ. საზ. საქმეთა ინ-ტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სრული პროფესორი.

კ-ს კვლევის ძირითადი სფეროებია ეკონ. ზრდის, მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკის, საბანკო სექტორის განვითარების, საერთაშ. ფინანსებისა და ვაჭრობის საკითხები.

თხზ.: დოლარიზაცია სა­ქარ­თვე­ლოში: მასშტაბები, ფაქტორები, დაძლევის გზები, თბ., 2000 (თანაავტ.); სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბ., 2001; სა­ქარ­თველოს ეკონომიკა, თბ., 2012 (თანაავტ.); On the political economy of economic slowdown in Georgia, Tb., 2013.