კაკულია ნელი აკაკის ასული (დ. 11. VII. 1951, თბილისი), ექიმი (ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია). მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2000).
1974 დაამთავრა თსსი; 1975–78 მუშაობდა ნევროპათოლოგად კურორტ მენჯში, 1980-იდან კი – თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრაზე (ლაბორანტად, ასისტენტად, იყო კათედრის პროფესორი), 2004-იდან კათედრის გამგე. 2006-იდან თსსუ-ის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის მიმართულების სრული პროფესორია. 2008-იდან არის ამავე უნ-ტის ფიზ. მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2009–16 – იქვე კურორტოლოგიისა და სამკურნ. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი, 2016-იდან დღემდე – კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის (მ. შ. 3 მონოგრაფიის) ავტორია, რ-ებიც ეხება ფიზიკური ფაქტორების გამოყენებას კლინ. პრაქტიკაში.
კ. არის საქართვ. ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის ექსპერტი, საქართვ. ფიზიოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი (2003-იდან) და სხვ.
თხზ.: ნევრასთენიით დაავადებულთა მკურნალობა მიკროელემენტების ელექტროფორეზით, თბ., 1994; საკურორტო ადგილი „გუდაური", თბ., 2013 (თანაავტ.); კურორტოლოგია და კურორტოთერაპევტთა მცირე ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 2015 (თანაავტ.).