დავით კაკაბაძის ფონდი

დავით კაკაბაძის ფონდი, დაარსდა 2012. ფონდის მიზანია თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა, ქარ­თული კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ და საერთაშ. პროექტების განხორციელება სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2012–17 ფონდის ორგანიზებით ჩატარდა არაერთი გამოფენა როგორც საქარ­თვე­ლო­ში, ისე საზღვარგარეთ. 2012, მხატვრის გარდაცვალებიდან 60 წლის აღსანიშნავად, ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახ. სა­ხელმწ. გალერეაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა, პარალელურად, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა მ. კალატოზი­შვი­ლის ფილმ „ჯიმ შვანთეს" (მხატვა­რი დ. კაკაბაძე) ჩვენება. 2013 სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმის დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში პირველად მოეწყო კ-ის მასშტაბური რეტროსპექტული გამოფენა, სადაც სრულად იყო წარმოდგენილი მხატვრის შემოქმედების ყველა პერიოდი; ექსპონატებს შო­რის იყო კ-ის პარიზში ცხოვრების პერიოდში შექმნილი კოლაჟი, რ-იც სპეციალურად გამოფენისთვის ფონდ­მა ითხოვა პორტუგალიის ლისაბონის ბერარდოს მუზეუმისგან. 2014 ფონდის ეგიდით მოეწყო ხუთთვიანი გამოფენა პარიზის „მაიოლის" მუზეუმში. 2017 სა­ქართვე­ლოს ეროვნ. მუზეუმის დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში გაიხსნა ა. კაკაბაძის რეტროსპექტული გამოფენა.

მ. კაკაბაძე