კაკაბაძე ვასილ მიხეილის ძე

ვ. კაკაბაძე

კაკაბაძე ვასილ მიხეილის ძე [7(19). X. 1888, ქ. ხონი, – 10. III. 1968, თბილისი], ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1943), სა­ქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1944), სა­ქარ­თვე­ლო­ში საინჟინრო მეცნიერებისა და განათლების ერთერთი ფუძემდებელი. სწავლობდა თავდაპირველად როსტოვის ტექ. სასწავლებელში, შემდეგ – ხარკოვის ტექ. ინ-ტში. ინ-ტის დამთავრების (1916) შემდეგ კ. მუ­შაობ­და სამხედ­რო გზების მშენებლობაზე ერზურუმის (თურქეთი) რ-ნში. 1918 დაბრუნდა სა­ქარ­თველო­ში. აქტიურ მო­ნა­წი­ლე­ობას იღებდა თბილ. უნ-ტის პოლიტექ. ფაკ-ტის გახსნის (1922) პროცესში. 1930–45 ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ქიმ. და ქიმ. ტექნოლოგიის ფაკტს სპი-ში; 1944-იდან იყო ამავე ინ-ტის არაორგ. ნივთიერებათა და ქიმ. სასუქების ტექნოლოგიის კა­თე­დრის გამგე. კ-ის ძირითადი შრომები ეხება ქიმ. ტექ­ნოლ. საკითხებს, იკვლევდა მანგანუმის ღარიბი მადნებიდან და შლამებიდან ქიმ. გადამუშავების გზით მანგანუმის სულფატის, ნიტრატის, ქლორიდის, სულფიდის, პოლისულფიდისა და სხვა ნაერთების მიღების მეთოდებს, რ-იც შემდგომში საფუძვლად დაედო შავი ცემენტის წარმოებას, გოგირდმჟავას სინთეზს (კვაისის თუთიის მადნების მასულფატიზებელი გამო­წვით; თანაავტ. ი. ბუჩუკური, ვ. ჩაგუნავა), სოდაპროდუქტების მიღებას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოპოვებული მირაბილიტებიდან (თანაავტ. ნ. ლანდია), ­ულტრამარინისა და თხე­ვადი მინის წარმოე­ბას ადგი­ლობრივი ნედლეულიდან (თანაავტ. ი. ბუჩუკური, კ. ივანოვი). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი.

კ-ის აქტიური ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­არსდა (1925–29) პირველი ქართ. ტექ. ჟურნ. "ტექნიკა და ცხოვ­რება", რ-ის პირველი რედაქტორიც თავადვე იყო. დიდია კ-ის ღვაწლი ქართ. ტექ. ტერმინოლოგიის შემუშავებაში (გ. ნიკოლაძესთან ერთად). იყო ქარ­თული ტექ. ტერმინოლოგიის დამდგენი კომისიის თავ-რე. მისი უშუალო მო­ნა­წილე­ო­ბით მომზადდა ტექ. ტერმინოლოგიის პირველი ლექ­სიკონი ქარ­თ. ენაზე.

1938-იდან გარდაცვალებამდე იყო დ. მენდელეევის სახ. საკავშ. ქი­მიური საზ-ბის რესპუბლიკური გამგეობის უცვლელი თავ-რე. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.