კაკაბაძე მანანა პოლიკარპეს ასული

კაკაბაძე მანანა პოლიკარპეს ასული (დ. 27. VI. 1937, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფი­ლოლ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1989). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1961). 1965–2011 მუ­შა­ობ­და ქარ­თული ლიტ-რის ინ-ტში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. პირველი პუბლიკაცია "დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის ლირიკა" გამოაქვეყნა 1962 (ჟურნ. «მნათობი», №4). გამოკვლევაში გაანალი­ზებულია დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" და მისი ადგილი ქართ. ლიტ-რაში. კ-ის კვლევის სფერო ძირითადად ქარ­თული რომანტიზმია, მისი წარმოშობა და ეროვნ. საფუძვლები, რ-საც მკვლევარმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა: "რომანტიზმის გმირის საკითხი ნ. ბარათა­შვი­ლის პოეზიაში" (კრებ. "ნიკოლოზ ბარათა­შვი­ლი", 1968), "ალექსანდრე ჭავჭავაძე და რუსოისტული განწყობილებანი" (კრებ. "ალექსანდრე ჭავჭავაძე", 1986), «ქარ­თული რომანტიზმის ისტორიიდან. "ბედი ­ქარ­თლისა", მისი რომანტიზმი და რეალიზმი» («ლიტერატურული ძიებანი», 1987) და სხვ. კ. იკვლევს თავისი მამის, პ. კაკაბაძის, ცხოვრებასა და შემოქმედებას, გამოქვეყნებული აქვს პუბ­ლიკაციები: «პოლიკარპე კა­კაბაძის არქივიდან, მასალები ტრაგედიისათვის "ვახტანგ გორგასალი"» (ჟურნ. "დრამატურგია", 1989), «რევოლუციის ლიდერის სახე "ყვარყვარე თუთაბერისა" და "ლისაბონის ტუსაღების" მიხედვით» (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1994) და სხვ.

თხზ.: ქარ­თული რომანტიზმის ეროვნული საფუძვლები, თბ., 1983; წარსულის სევდა ვახტანგ ორბელიანის პოეზიაში, «ლიტერატურული ძიებანი», XX, თბ., 1999; ბედი-მდევარი და ბიბლიური სახისმეტყველება "მერანში", კრ.: ნიკოლოზ ბარათა­შვი­ლი, თბ., "Merani" und der romantische Held von Manana Kakabadze, კრ.: Nikoloz Barataschwili, Würzburg, 2006.