პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი

პ. კაკაბაძის სახლ-მუ­ზეუმი

პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი, მემორიალური მუზეუმი სოფ. პატარა კუხში (ხონის მუნიციპალიტეტი). დაარსდა 1986, ააიპ (არასამთავრობო, არაკომერციული იურიდ. პირი), ექვემდებარება ხონის სამუზეუმო გაერთიანებას.

მუზეუმში და­ცუ­ლია პ. კაკაბაძის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, გამოცემები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო- და დოკუმენტური მასალა, სულ 450-მდე ექსპონატი.

მუზეუმში ყოველწლიურად ეწყო­ბა გამოფენა დრამატურგის დაბადების დღესთან დაკავშირებით. მოეწყო გამოფენა "კაკაბაძეთა გვარის წარმომადგენლები". მოქმედებს საგანმან. პროგრამები: "პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება", "თეატრი და ცხოვრება". მუზეუმი გამოსცემს გზამკვლევს. ყოველწლიურად მუზეუმს სტუმრობს დაახლ. 625 დამთვალიერებელი.