კაკაბაძე სარგის ნესტორის ძე

ს. კაკაბაძე

კაკაბაძე სარგის ნესტორის ძე [7 (19). X. 1886, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 2. IV. 1967, თბილისი], ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949). სწავლობდა ვენის უნ-ტში, დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის აღმოსავლური ენების ფაკ-ტი. 1911–19 კითხულობდა ლექციებს თბილ. ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952-მდე – სა­ქართვ. სხვადა­სხვა უმაღლეს სასწავლებელ­ში. 1918–32 იყო სსრკ მეცნ. აკად. კავკ. ისტ.-არქეოლ. ინ-ტის თანამშრომელი, 1921–26 – სა­ქართვ. ისტ. არქივის გამგე, 1945–61 – იმავე არქივის ძვ. აქტების განყ-ბის გამგე. 1924–34 ხელმ­ძღვა­ნე­ლობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს.

გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები სა­ქართვ. სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის, დამხმარე ისტ. დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შე­ისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტ. დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა „ვეფხისტყაოსანი" ვრცელი გამოკვლევით (1913, 1927), ჩახრუხაძის „თამარიანი" (1937), შავთელის „აბდულმესიანი" (1913, 1937), „ამირანდარეჯანიანი" (1939). მუ­შა­ობ­და ეთნოგენეზის, ისტ. გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმ. დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო „საისტორიო მოამბის" (1924– 25, 4 წიგნი), „საისტორიო კრებულის" (1928–29, 4 წიგნი) რედაქტორი.

თხზ.: სა­ქარ­თვე­ლოს მოკლე ისტორია. ახა­ლი საუკუნეების ეპოქა, ტფ., 1920; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორია. ახა­ლი საუკუნეების ეპოქა (1500–1810 წწ.), ტფ., 1922; საისტორიო ძიებანი, ტფ., 1924; სასისხლო სიგელების შე­სა­ხებ, ტფ., 1924; ქარ­თული სახელმწიფოებრიობის გე­ნე­ზი­სის საკითხები, წგ. 1, ტფ., 1924; საფასის ისტორიისათვის სა­ქარ­თვე­ლოში, ტფ., 1925; ძიებანი ქარ­თველ­თა IV–VII საუკუნეების ისტორიის შე­სახებ, ტფ., 1928: ვახტანგ გორგასალი, თბ., 1959; რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი", თბ., 1966; კრწანისის ომი, თბ., 1991; ვახტანგ გორგასლის ხანა, თბ., 1994; ქართველი ხალხის ისტორია (1737–1921), თბ., 2003; О древнегрузинских летописцах Х1 столетия, Тфл., 1912; Черты феодального строя и крестьянские повинности в Грузии в конце средних веков, Тфл., 1912; Из социальноэкономических вопросов средневековой Грузии, Тфл., 1927; Краткий обзор истории Грузии, Сух., 1941.

ლიტ,: ბ ა დ რ ი ძ ე  შ., სარგის კაკაბაძე, თბ., 1986; ლ ო მ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ჯ., სარგის კაკაბაძის ღვაწლი ქარ­თულ ისტორიოგრაფიაში, თბ., 2005; ტ უ ხ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1977, N4. 

 

ს. კაკაბაძე