აჭანდარა, სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, (აფხაზეთის არ), მდინარეებს ჭბაართასა და დოხვართას შორის. თემის ცენტრი (სოფლები: ა., აოსირხვა, აუალიცა, ქვაბრუთა, ძიბზირი, წვინდირთა, ხაბიუ, ჯგიდირხვა). ზ. დ. 150 მ, გუდაუთიდან 20 კმ.
შემორჩენილია რამდენიმე დოლმენი (ძვ. წ. III – II ათასწლ.), ადრინდ. ფეოდ. ხანის ციხის ნანგრევები.
ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.