თოხაძე ვლადიმერ ამბაკოს ძე [30. V (11. VI). 1892, ქ. ოზურგეთი, – 22. VII. 1972, თბილისი], პედიატრი. მედ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1921 დაამთავრა ოდესის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1941–57 განაგებდა თსსი-ის საფაკულტეტო პედიატრიის, ხოლო 1957–72 – ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრას. სწავლობდა მინერალების, ცილების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების ცვლას ბავშვთა ორგანიზმში სხვადასხვა დაავადების დროს, პაროტიდულ მენინგიტს და სხვ. თ. იყო საქართვ. პედიატრთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე (1959–72). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ორდენი და მედლები.
თხზ.: კლინიკური და ბიოქიმიური მონაცემები რევმატიზმის შესახებ ბავშვებში ჰოსპიტალური კლინიკის მასალის მიხედვით, «თბილისის სახელმწ. სამედიცინო ინ-ტის შრომები», 1961, ტ. 21.