თოფურია ზაზა მიხეილის ძე

თოფურია ზაზა მიხეილის ძე (დ. 22. V. 1945, ხონი), პათოლოგ-ანატომი; მედ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1989). 1969 დაამთავრა თსსი, რის შემდეგ მუშაობა დაიწყო ამავე ინ-ტის პათანატომიის კათედრაზე სხვადასხვა თანამდებობებზე (1989-იდან პროფესორი).

1996–2006 იყო შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს განათლებისა და მეცნ. განყ-ბის გამგე, აკრედიტაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის თავ-რე, 1996–2004 – თბილ. სახელმწ. სამედ. აკადემიის პათოლოგიური ანატომიისა და სასამართლო მედ. კათედრის გამგე.

თ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 6 მონოგრაფიის ავტორი. მისი სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები; ფილტვის არასპეციფიური ანთებითი გენეზის დაავადებები; ჯანდაცვის ორგანიზაციის საკითხები.

თხზ.: ძვლის ცისტების მორფოგენეზი და პათოლოგიური ანატომია, თბ., 2009 (თანაავტ.: რ. ჩიხლაძე, ლ. ბექაური).