ბაში

ბაში, სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის დაბლობზე, მდ. რიონის მარჯვ. მხარეს. სათავო სოფელი. ზ. დ. 25 მ, სამტრედიიდან 15 კმ. 1,2 ათ. მცხ. (2014).(ყოფ. სოფლების ზედა ბაშის ქვედა ბაშის და შუა ბაშის გავრცელებული სახელწოდება).

ბ. ისტ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1578. სახელი „ბ.“ ბაჟიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამ მიდამოებში შუა საუკუნეებში საბაჟო იყო, სადაც მდ. რიონით ამოტანილ თუ გასატან საქონელს ბაჟს ადებდნენ.