თოდუა გრიგოლ სიმონის ძე

გ. თოდუა

თოდუა გრიგოლ სიმონის ძე (27. XII. 1928, სოფ. კოხნარი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 11. V. 2011, თბილისი), ეკონომისტი ეკონომიკის ფილოსოფიის მიმართულების დამფუძნებელი საქართველოში. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970). 1951 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1959–70 მუშაობდა ა. პუშკინის სახ. თბილ. სახელმწ. პედაგოგიურ ინ-ტში. 1971–76 იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის პოლიტ. ეკონომიის კათედრის პროფესორი, 1976–81 – ეკონ. ფაკ-ტის დეკანი, 1995–2004 – საერთაშ. ეკონ. და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგე, 2006-იდან – თსუ-ის პროფესორი. იყო პოლიტ. ეკონომიაში დოქტორის სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს თავ-რე (1977–80). თ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონ. თეორიისა და ეკონ. მოძღვრებათა ისტ. პრობლემათა კვლევაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. ორგზის დაჯილდოვდა ღირსების ორდენითა (2002, 2003) და ივ. ჯავახიშვილის მედლით (1976, 2004).

თხზ.: XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხები, ნაწ. 1–2, თბ., 1983–87; ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია, ნაწ. 1, თბ., 2004; Актуальные проблемы диалектической взаимосвязи экономических категорий Тб., 1979.