თოდუა კოჩა

თოდუა კოჩა (1813 – გ. წ. უცნობია), სამეგრელოს 1857 გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. მეთაურობდა საჭილაო-სუჯუნის გლეხთა ლაშქარს. აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1858, 10 წლით გადაასახლეს არხანგელსკის გუბერნიაში, სადაც გარდაიცვალა.

ლიტ.: ლ ე მ ო ნ ჯ ა ვ ა  დ., გლეხთა აჯანყება სამეგრელოში. 1856–57, თბ., 1957.