თიკანაძე მიხეილ იგორის ძე

მ. თიკანაძე

თიკანაძე მიხეილ იგორის ძე (20. V. 1905, სოფ. მაკვანეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 12. V. 1983, თბილისი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ-ის დამს. მწვრთნელი (1956), საერთაშ. კატეგორიის მსაჯი (1957), საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მოღვაწე (1959). მწვრთნელად მუშაობდა 1935-იდან. 20 წელზე მეტხანს იყო საქართვ. ნაკრების მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით საქართვ. ნაკრებმა გაიმარჯვა სსრკ-ის ხალხთა V სპარტაკიადაზე (1971). აღზარდა უძლიერესი ოსტატების მთელი პლეადა, მ.შ. მსოფლიოს, ევრ. და სსრკ-ის ჩემპიონები და პრიზიორები: ვ. ბალავაძე, ტ. ალიბეგაშვილი, ვ. არსენიანი და სხვ.