ბაღდათი

ბაღდათი, ქალაქი (1981-იდან) დას. საქართველოში (იმერეთის რეგიონი). ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრი.

1940‒90 ეწოდებოდა მაიაკოვსკი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. ხანისწყლის ნაპირას, ქუთაის-ბაღდათ-ბენარის საავტ. გზაზე. ზ. დ. 200 მ, თბილისიდან 222 კმ, რიონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 19 კმ. 3,7 ათ. მცხ. (2014). ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 14ºC, იანვ. 4,4ºC, ივლ. 23ºC; აბსოლ. მინ. ‒< 8ºC, აბსოლ. მაქს. 42ºC; ნალექები 1500 მმ წელიწადში.

ბ. წყაროებში პირველად XVII ს. I ნახევარში იხსენიება, თუმცა არქეოლ. მასალა ადასტურებს, რომ დასახელება აქ უკვე შუა ფეოდ. ხანაში ყოფილა. 1703 ბ. ოსმალებმა დაიკავეს და აქ ჯერ ხის, შემდეგ ქვითკირის ციხე ააგეს (იხ. ბაღდათის ციხე).

ბ-ში არის, ღვინისა და საკონსერვო ქ-ნები. საჯარო, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, ვ. მაიაკოვსკის სახლმუზეუმი, კულტსახლი, სახ. თეატრი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“. ქალაქში დგას ვ. მაიაკოვსკის ძეგლი.

ვ. ჯაოშვილი

თ. ბერაძე