თურმანიძე რაულ სერგოს ძე

თურმანიძე რაულ სერგოს ძე (დ. 27. X. 1950, ზესტაფონი), ინჟინერ-მექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1993), საქართვ. საინჟ. აკად. წევრი (1996). გამომგონებელი. 1972 დაამთავრა სპი-ის მანქანათმშენებლობის ფაკ-ტი, იქვე მუშაობდა მანქანათმშენებლობის ტექნოლ. კათედრაზე, 1996-იდან იყო ამავე კათედრის გამგე, ხოლო 1996–2004 – პრორექტორი სამეცნ. დარგში. 2011-იდან ხელმძღვანელობს მანქანათმშენებლობის ტექნოლ. მიმართულებას.

თ-ის სამეცნ. კვლევის მიმართულებაა მიკროიარაღების ახ. კონსტრუქციების შექმნა, სალი შენადნობებისაგან პრეციზიული ბურღების, ფრეზებისა და სპეც. დანიშნულების მიკროიარაღების დამზადების ტექნოლ. პროცესები. დაამუშავა საჰაერო ხრახნების ახ. კონსტრუქციები, რ-იც საშუალებას იძლევა ექსპლუატაციის პროცესში შეიცვალოს ხრახნის გეომეტრია. ხელმძღვანელობდა ადამიანის მენჯ-ბარძაყის სახსრისათვის საჭირო იმპლანტანტების სფერული ზედაპირის მიღების პროექტს და ოპტიმალური წყვილების შერჩევის ახ. ტექნოლ. პროცესის დანერგვას. მიღებული აქვს 32 პატენტი და საავტორო მოწმობა. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი მ.შ. სამი მონოგრაფია, შვიდი სახელმძღვანელო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003) და სხვ. სახელმწ. ჯილდოებით.

თხზ.: Воздушные винты изменяемой геометрии, Бухарест, 2003 (თანაავტ. Л. Дадоне); Эндопротезы суставов человека. Материалы и технологии, К., 2011 (თანაავტ.).

შ. ნემსაძე