თუმანიშვილი ალექსანდრე გიორგის ძე

თუმანიშვილი ალექსანდრე გიორგის ძე (14. VI. 1821, სოფ. ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 29. X. 1872, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1870). კავალერიის გენ. გ. ა. თუმანიშვილისა და გენ.-ლ. კ. ა. თუმანიშვილის მამა. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853–56); 1862 მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება. 1868–69 მუშაობდა თერგის ოლქის სამხ. განყოფილების უფროსად. 1869–70 მეთაურობდა ნავაგინის 78-ე ქვეით პოლკს, 1870–72 – კავკასიის საარმიო კორპუსის მე20 ქვეით დივიზიას.

დაჯილდოებულია ოქროს ხმლით, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

მ. გოგიტიძე