თუმანიშვილი გივი ზურაბის ძე

თუმანიშვილი გივი ზურაბის ძე, XVII–XVIII სს. პოეტი და კალიგრაფი. 1688–1721 იყო ერეკლე I-ის, არჩილ II-ის, ლევან ბატონიშვილისა და ვახტანგ VI-ის კარის მდივან-მწიგნობარი. 1701–05 არჩილ II-ის დავალებით გადაწერა „არჩილიანი", 1721 ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილთან ერთად აღწერა საბარათიანო. მისი ლექსები დაცულია ხელნაწერების სახით. თ-ს ეკუთვნის ვახტანგ VI-ის ეპიტაფია.

თხზ.: აღწერა მეწინავე დროშისა საბარათაშვილოსა და სომხითისა, შედგენილი მეფის ვახტანგ VI-ის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილის და გივი თუმანიშვილის მიერ 1721 წელს, წგ.: მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში, ე. თაყაიშვილის რედ., ტფ., 1907.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ე., ვახტანგ VI-ის ეპიტაფიის ავტორი, «თსუ შრომები», 1951, ტ. 43.

გ. მიქაძე